Saturday, April 8, 2017

მეცხრე დღე

ჩემი პროექტის პორტფოლიო- ,,როგორ მოხვდნენ ცხოველები წითელ წიგნში?"

ამ ტრენინგის დახმარებით  გავეცანი  სწავლების ინოვაციურ მეთოდს, როგორიცაა პროექტებით სწავლება. ეს ტერნინგი დამეხმარა გამეაზრებინა პროექტებით სწავლების უპირატესობანი და მეთოდები.  სახელმძღვანელოს-,, ვიუვერის" დახმარებით გავეცანი პროექტების პორტფოლიოების ნიმუშებს. შევძელი თავადაც დამეგეგმა  სასწავლო პროექტი. გავეცანი პროექტის დაგაგემვის თანმიმდევრობას, ინსტრუმენტებს.
ეს ტრენინგი გამოირჩეოდა ნაყოფიერი სამუშაო დღეებით და მიმართული იყო პროფესიულ განვითარებაზე.
მადლობა, ტრენერს სასიამოვნო და საინტერესო მუშაობისათვის!

Sunday, April 2, 2017

მერვე დღე

დღეს განხილულმა მოდულმა გაგვაცნო, როგორ შევქმნათ ეფექტური გარემო პროექტებით სწავლებისას. ასევე განვიხილეთ როგორ გავაუმჯობესოთ ჩვენი პრაქტიკა ტექნოლოგიების გამოყენებით. ამ მოდულის ფარგლებში შევქმენით ელ.რესურსი.   დავგეგმეთ პროექტის გასახორციელებელი პროცედურები.გავეცანით როგორ გავწიოთ ფასილიტაცია პროექტებით სწავლებისას.

Saturday, April 1, 2017

მეშვიდე დღე

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი-რუბრიკა
მოცემული მოდული დამეხმარა  გამეალაზებინა დამოუკიდებელი მსწავლელისა დიფერენცირებული  სწავლების როლი დაუთიერთდამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისით. ვიუვერის დამარებით მოვახდინე შეფასების ინსტრუმენტის ადაპტირება. გეგმის შაბლონში  შევიტანე სამივე ტიპის მოსწავლისთის რა ეფექტურ დახმარებებსა და დავალებებს მივუსადაგებ. შევქმნი ჩეკლისტი  თანატოლთა უკუკავშირისთვის.  გავეცანი ელ. სავარჯისოების ნიმუშებს, რომლებიც ხელს მოსწავლეებში დამოუკიდებლად მუშაობას.