Saturday, March 25, 2017

მეექვსე დღე




მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით:
პროექტის დაგეგმვისას უნდა გავითვალისწინო რა ტიპის შეფასების ინსტრუმენტებს გამოვიყენებ, რა არის მათი მიზანი და როგორ დამეხმარება ის  მოსწავლეებში განვავითარო ისეთი  მეტაკოგნიტური  უნარები, როგორიცაა მოსწავლის მიერ  თვითრეგულირებადი სასწავლო პროცესი. გავიაზრე შეფასების მიზანი, გავწერე გეგმის შაბლონში ასევე ვიმუშავე მოსწავლის სავრაუდო ნიმუშის მიხედვით შეფასების რუბრიკის  შედგენაზე.
მადლობას გიხდით ნაყოფიერი სამუშაო დღისთვის.

Friday, March 24, 2017

მეხუთე დღე




ეს მოდული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე, კერძოდ, საჯაროდ გამოქვეყნებული პროდუქტი, ხელს უწყობს მოსწავლეებს გაეცნონ ერთმანეთის ნამუშევრებს, შეძლონ ეფექტური უკუკავშირის მიცემა, შეფასების რუბრიკის გამოყენებით.
ასევე, ისარგებლონ ინტერნეტრესურსით ისე, რომ არ დაარღვიონ საავტორო უფლებები. გაეცნონ სხვადასხვა საძიებო სისტემებს, შეძლონ საძიებო სისტემაში სასურველი თემის მოძიება და bookmarker-ის გამოყენებით საიტების ხელმისწავდომად ჩამახსოვრება.
სწავლის პროცესის ხელშესაწყობად ტექნოლოგიებს გამოვიყენებ მიზნობრივად.მე მათ ვუჩვენებ დავალების ნიმუშებს, მოდელებს. მოსწავლეები იმუშავებენ პრეზენტაციებზე, გამოიყენებენ ინტერნეტმასალებს და შექმნიან საკუთარი შესძლებლობის შესაბამის პროდუქტებს, რომელსაც გაუზიარებენ კლასს. შეზლებენ რუბრიკის მიხედვით შეაფასონ, როგორც საკუთარი, ისე თანატოლის ნამუშევარი. 

Sunday, March 19, 2017

მეოთხე დღე

ეს მოდული დამეხმარა გამეაანალიზებინა განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით:
დამაფიქრა, განმავითარებელი შეფასების რომელ მეთოდს გამოვიყენებ პროექტის პირველ, მეორე და მესამე ფაზაზე.
განვიხილეთ შეფასების 5 მიმართულება. გავეცანი თითოეული მეთოდის მიზანსა და ინსტრუმენტებს, მოვარგე ჩემს სასწავლო პროექტს.
ვიმუშავე ჩემი სასწავლო პროექტის მოკლე შინაარსზე და პრეზენტაციაზე.
მადლიერებას გამოვხატავ საინტერესო და ნაყოფიერი  სამუშაო დღისათვის!


Saturday, March 18, 2017

მესამე დღე

მესამე დღის შეფასება:

  • პროექტის დაგეგმვისას სტანდარტის ინდიკატორებზე დაყრდნობით გაიწერებ პროექტის მიზანი; 
  • ყურადღება მახვილდება მოსწავლეთა იმ ქმედებებზე, რომელსაც განახორციელებენ პროექტის მიმდინარეობისას.
  • პროექტის მიზანი უნდა ეყრდნობოდეს სტანდარტს და პასუხობდეს 21-საუკუნის უნარ-ჩვევებს. 
  • ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით მიზანიც ფორმულირდებაა დაბალსააზროვნოდან მაღალსააზროვნო უნარებისაკენ.
  • პროექტის მიზანს აქვს შესაბამისი შეფასების რუბრიკა.
  • პროექტს თან უნდა ახლდეს ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.

Sunday, March 12, 2017

მეორე დღე


ამ მოდულმა, გარკვეული თალსაზრისით, დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში. გავიაზრე პროექტებით სწავლების მნიშვნელობა, როგორ ეხმარება მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარების განვითარებაში. რამდენად მნიშვნელოვანია ისტ -ს როლი მოსწავლეებისათვის საინტერესო დ განმავითარებელი პროექტის მომზადებასა და შეფასებაში. 

Saturday, March 11, 2017

პირველი დღე

პროექტებით სწავლება მოსწავლეებში ავითარებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს. მნიშვენლოვანია მოსწავლეებში მაღალსააზროვნო უნარების გასავითარებელი პროექტების დაგეგმვა და  პორტფოლიოს შექმნა. პროექტის გეგმის შაბლონისა და ნიმუშების გაცნობა.
ინტერესით ველოდები მეორე სამუშაო დღეს.