Saturday, March 25, 2017

მეექვსე დღე




მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით:
პროექტის დაგეგმვისას უნდა გავითვალისწინო რა ტიპის შეფასების ინსტრუმენტებს გამოვიყენებ, რა არის მათი მიზანი და როგორ დამეხმარება ის  მოსწავლეებში განვავითარო ისეთი  მეტაკოგნიტური  უნარები, როგორიცაა მოსწავლის მიერ  თვითრეგულირებადი სასწავლო პროცესი. გავიაზრე შეფასების მიზანი, გავწერე გეგმის შაბლონში ასევე ვიმუშავე მოსწავლის სავრაუდო ნიმუშის მიხედვით შეფასების რუბრიკის  შედგენაზე.
მადლობას გიხდით ნაყოფიერი სამუშაო დღისთვის.

2 comments:

  1. გეგმაში მოსწავლეები კარგად იყენებენ ტექნოლოგიებს, რომლებიც ყველა დონესა და ინტერესს შეესაბამება ისე, რომ თან გარკვეულ გამოწვევას სთავაზობს მოსწავლეებს. მოსწავლეები ქმნიან ტექნოლოგიების გამოყენებით.
    გამოყენებული ტექნოლოგიების სპექტრი გონივრულად შერჩეულია და არსებულ შესაძლებლობებსა და კონკრეტულ გარემოებებს შეესაბამება. მოსწავლეები იყენებენ ტექნოლოგიებს, რომლებიც მათ ასაკობრივ ჯგუფს და მრავალი ტიპის შემსწავლელსა და სწავლის სტილს შეესაბამება.

    ReplyDelete
  2. შეფასების ფორმები სწორად ემყარება დავალების ხარისხის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს. შეფასება მოსწავლეებს ეხმარება შეუდარონ მათი მუშაობის ხარისხი და მოლოდინები.

    ReplyDelete